რაზე შეთანხმდნენ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები მინსკში გამართულ შეხვედრაზე?

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვედრა მინსკში გუშინ გვიან ღამით დაიწყო და დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა მოლაპარაკებისას, მიღწეული იქნა გარკვეული შეთანხმებები აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და ბუნებრივი აირის მიწოდების სფეროში კონსულტაციების დაწყების თაობაზე.
მისივე თქმით, შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის აღდგენა ენერგეტიკის და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხებზე. უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები