ყვარელში 24 წლის მამაკაცს ეძებენ

ყვარელში 24 წლის მამაკაცს ეძებენ. ლევან დოლენჯაშვილი სოფელ საცხენეს მცხოვრებია. საქმეში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახური, მათთან ერთად, მამაკაცს ეძებენ ადგილობრივებიც.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას 8 აპრილის შემდეგ მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

როგორც ახლობლები ამბობენ, ბოლოს ლევანი მეგობრებთან ერთად ახალსოფლის ტყეში ქეიფობდა, რის შემდეგაც მისი კვალი გაუჩინარდა.

მეგობრები კონფლიქტს გამორიცხავენ. არსებობს მეორე ვერსიაც, რის მიხედვითაც 9 აპრილს დოლენჯაშვილი ისნის ტერიტორიაზე შენიშნეს, საგამოძიებო უწყება ამ მიმართულებითაც მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები