დავით სერგეენკო უკრაინაში გაემგზავრა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო უკრაინაში გაემგზავრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის მიზანი დაზარალებულებისთვის რეაბილიტაციის და მკურნალობის გეგმის დასახვაა.
“მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა კომუნიკაცია, დახმარების შეთავაზება. ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ რამდენიმე სპეციალისტი გაემგზავრება, ასევე გადავწყვიტე, რომ მეც უნდა წავიდე დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად. ხვალ უკრაინაში გავმართავთ შეხვედრებს. ვიზიტის მიზანია მხარდაჭერა იმ დაჭრილების თუ დაზარალებულების და მათ მკურნალობა-რეაბილიტაციაში დახმარება; ამასთან, ადგილზე საჭიროებების შეფასება და დახმარების გეგმის დასახვა”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები