დაღუპული ფსკოველი ჯარისკაცის დედა უკრაინელებს პატიებას სთხოვს (ვიდეო)

დაღუპული ფსკოველი ჯარისკაცის ილია მაქსიმოვის დედამ ლიუბოვ მაქსიმოვამ უკრაინელებს პატიება სთხოვა. ინფორმაციას ჟურნალისტი ანასტასია ბერიოზა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. დღეს სარატოვში გამართულ პრესკონეფერენციაზე ლიუბოვ მაქსიმოვამ განაცხადა: „ თუკი ჩემი ვაჟი, ილია მაქსიმოვი უკრაინის წინაშე რაიმეთი დამნაშავეა, აპატიეთ მას, გთხოვთ. ის არ იყო ცუდი საქციელის ჩამდენი. ის თავისი ნებით არ წასულა. ის სამხედრო ადამიანი იყო , ცხოვრობდა სამხედრო განაწესის თანახმად. შესაბამისად მოიქცა ისე, როგორც უთხრა უმაღლესმა მეთაურობამ. თუკი ის ძვირფასო უკრაინა თქვენთან არის, მე მზად ვარ ჩამოვიდე და წავიღო ის. აპატიეთ მას. მე მაპატიეთ“.
შეგახსენებთ, რომ ილია მაქსიმოვი ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო ფსკოვის დივიზიის დესანტიდან, რომელიც ლუგანსკთან, უკრაინაში დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლება დღემდე უარყოფდა თავისი ჯარისკაცების მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე საომარ ვითარებაში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=oKZWWK1GLck” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები