ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბრიტანეთში კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო კონფერენციაში – „კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და სტაბილური ევროპა“ – მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია 12-13 თებერვალს ლონდონში გაიმართება და მას სამთავრობო უწყებების, სამრეწველო სექტორისა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დაესწრებიან. კონფერენციაზე განხილული იქნება, თუ როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ბუნებრივი თუ ხელოვნურად გამოწვეული კატასტროფებისგან. იმსჯელებენ, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ და ტექნიკურ რეგულაციებსა და კანონმდებლობაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მასპინძელი მხარე მინისტრის მოადგილესა და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს საგზაო ინფრასტრუქტურის სფეროში დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას გაუზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები