ნიკა მელია: 9 აპრილის გმირებმა განაპირობეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დაგვირგვინება გამარჯვებით
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, 9 აპრილის გმირებმა განაპირობეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დაგვირგვინება გამარჯვებით.
მელია პარლამენტთან იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
“ჩვენ გვაქვს ორი 9 აპრილი – 1989 წლის ტრაგედია, რომელიც 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ აქცია გამარჯვებად – გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
9 აპრილის გმირებმა განაპირობეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დაგვირგვინება გამარჯვებით.
ვერაფერი გადაფარავს და გაახუნებს ამ დღეს, როგორც უდიდესი მსხვერპლის და უდიდესი გამარჯვების აქტს”,- აცხადებს მელია.