პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად 19 განაცხადი შემოვიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება.
მათივე ცნობით, გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.