რომან გოცირიძე – ცისკარიშვილის განცხადებაზე: თუ ამხელა რეიტინგი აკრიფეს, თანაც უჩემოდ, ყოჩაღ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„თუ ამხელა რეიტინგი აკრიფეს, თანაც უჩემოდ, ყოჩაღ, მაგრამ ეს არის ძალიან პრიმიტიული, პროპაგანდისტული ხერხი. არა მგონია, ცისკარიშვილს ასე ეთქვა, რაღაც სხვა კონტექსტი იქნებოდა“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ 7-9 მარტს აქციაზე შეკრებილი ხალხი თავისით არ გამოსულა. მისი თქმით, ამას წინ უძღოდა მათ მიერ მანამდე ჩატარებული 24 თებერვლის აქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები