თურქეთის მხრიდან სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდა
საბაჟო გამშვებ პუნქტ “სარფში” განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან სომხეთის მოქალაქე ვ.ა.შემოვიდა, რომლის ავტომანქანის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა 2620,5 გრ. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონელი ავტომანქანის სახურავის ქვეშ მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული.
საქონლის საერთო ღირებულებამ 111449,86 ლარი შეადგენა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის მთავარ სამმართველოს გადაეცა.