გააუპატიურა თუ არა 60 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონა?

 გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა, თბილისში ქაიროს ქუჩაზე, 12 წლის გოგონა გააუპატიურა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობის ბრალდებით 60 წლის მამაკაცი დააკავა. თუმცა როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს გოგონას გუშინ გვიან ღამით ფსიქოლოგი ესაუბრა, მას გოგონა გამოუტყდა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია.
შს სამინისტროს ინფორმაციით,მიუხედავად ამისა ექსპერტიზა მაინც ჩატარდება, რის შემდეგაც დადგინდება ჰქონდა თუ არა ადგილი 60 წლის მამაკაცის მხრიდან 12 წლის გოგონას გაუპატიურებას. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე 60 წლის მამაკაცი გათავისუფლებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები