ალეკო ელისაშვილი: არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, აბსოლუტურად სამართლიანად ზის ციხეში

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, აბსოლუტურად სამართლიანად ზის ციხეში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ უნდა დაუშვას.

„სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა პატიმარზე. არავითარ შემთხვევაში არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უნდა დაუშვას ხელისუფლებამ და სიცოცხლის მოსპობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ეს იქნება კატასტროფა, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, აბსოლუტურად სამართლიანად ზის ციხეში. სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უკანონოდ რომ შემოდიხარ ქვეყანაში, ეს დანაშაული არ არის? აბსოლუტურად სამართლიანად ზის იმ საქმეებზე, რა საქმეებიც არის და საზღვრის უკანონო კვეთა მათ თვითონვე დაუმატა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები