ლევან იოსელიანი: სახალხო დამცველის ანგარიში იქნება ობიექტური როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერი პირის მიმართ

არანაირი პრობლემა არ მაქვს, იმაზეც ვისაუბრო, რაც გაკეთდება და იმაზეც, რაც არ გაკეთდება, ამის კომპლექსები არ მახასიათებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„სადაც იქნება ჩვენი რეკომენდაციების მიმღებლობა, ამაზეც უნდა დავწერო და აღვნიშნო და სადაც უარყოფა იქნება, რა თქმა უნდა, ესეც თავისთავად აისახება. ჩემი აზრით, ეს არის სწორი გზა, როგორც სახალხო დამცველის აპარატი და სახალხო დამცველი უნდა მუშაობდეს“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისი თქმით, ერთი წლის შემდეგ მის მიერ დაწერილი ანგარიში იმდენად იქნება ღირებული, რამდენადაც ის იქნება ობიექტური ყველას მიმართ.

„ის იქნება ობიექტური ყველას მიმართ, როგორც ხელისუფლების, ისე ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, ვისაც ის შეიძლება, შეეხოს სამომავლოდ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები