სალომე ზურაბიშვილი: ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია – გილოცავთ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფინეთს ნატოში წევრობას ულოცავს.

შესაბამის პოსტს პრეზიდენტი “ტვიტერზე” აქვეყნებს.

“ფინეთი ნატოს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ!
ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

#FinlandinNATO”, – წერს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები