პარლამენტმა განათლების და მეცნიერების და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია
პარლამენტის წევრები გივი მიქანაძე და პაატა კვიჟინაძე საპარლამენტო საქმიანობას ახალი პოზიციებიდან გააგრძელებენ.
პარლამენტის ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე გივი მიქანაძეს 85 ხმით დაუჭირეს მხარი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი, პაატა კვიჟინაძის არჩევას 85 დეპუტატი დაეთანხმა.