საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გივი დავითაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე გივი დავითაშვილი დაინიშნა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, იგი ამ პოზიციაზე სამინისტროს მიერ კონკურსის შედეგების საფუძველზე შეირჩა.

გივი დავითაშვილი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან ამ დრომდე ასრულებდა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას, ხოლო 2019 წლის პირველი მარტიდან იკავებდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე გივი დავითაშვილს აქვს კერძო სექტორში, მათ შორის საავიაციო ბიზნესში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გივი დავითაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები