“ნატო რუსეთის ბირთვული ძალების კონფიგურაციაში ცვლილებას ჯერჯერობით ვერ ხედავს” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი რუსეთის ბირთვული ძალების კონფიგურაციაში ცვლილებას ვერ ხედავს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 4-5 აპრილს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება და რომელშიც ფინეთი მონაწილეობას უკვე როგორც სრულფასოვანი, 31-ე წევრი მიიღებს მონაწილეობას.

„ამჟამად, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ცვლილება მათ ბირთვულ განლაგებაში, რაც შეიძლება, მოითხოვდეს რაიმე ცვლილებას ჩვენი ბირთვული ძალების განლაგებაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ნატო ყურადღებით აკვირდება იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი ბელარუსში ბირთვული იარაღის პოტენციური განლაგების კუთხით და უზრუნველყოფს რუსეთის შეკავებას და ნატოს მოკავშირეების დაცვას.

სტოლტენბერგმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების რუსეთის გეგმებს უპასუხისმგებლო, სახიფათო ბირთვული რიტორიკა უწოდა.

მისი აზრით, მოსკოვი ამ რიტორიკას იყენებს, როგორც საშუალებას, აიძულოს ალიანსის სახელმწიფოები და მისი პარტნიორები შეწყვიტონ უკრაინის დახმარება. თუმცა, მისი თმით, ეს დახმარება გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები