სანკტ-პეტერბურგში კაფეში, სადაც რუსი პროპაგანდისტი მოკლეს, დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა (ფოტო)

სანკტ-პეტერბურგის ცენტრში, კაფე Street Food Bar №1-ში 2 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმე, 16-ის საშუალო სიმძიმის არის, მათ შორის 14 წლის მოზარდია.

2 აპრილს სანკტ-პეტერბურგის ცენტრში მდებარე კაფეში აფეთქების შედეგად რუსი პროპაგანდისტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს აქტიურად უჭერდა მხარს, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე კორესპონდენტს ქალმა ყუთით საჩუქარი გადასცა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქებაში ეჭვმიტანილი – დარია ტრეპოვაა, რომელიც ამ დრომდე, სავარაუდოდ დაკავებული არ არის.

“ფონტანკას” ცნობით, ეჭვმიტანილი ქალის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ძალოვნებმა ორი ადამიანი გამოიყვანეს, სავარაუდოდ მისი ნათესავები. დარია ტრეპოვას ძებნა გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები