პოდოლიაკი: ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის უფლებას, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს სრულიად დაუშვებელია
ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის ფედერაციის უფლებას, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოწოდებას, რომ მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტონ.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინას აქვს უფლება საკუთარ ტერიტორიაზე ჯარები და აღჭურვილობა ისე გადააადგილოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის.
„კიდევ ერთხელ პუნქტების მიხედვით. ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის ფედერაციის უფლებას, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს სრულიად დაუშვებელია. უკრაინას აქვს უფლება საკუთარ ტერიტორიაზე ჯარები და აღჭურვილობა ისე გადააადგილოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. უცნაური „მშვიდობისმყოფელები“ ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან“, – წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
Once again by points. Any ceasefire will mean RF’s right to stay in the occupied territories. This is totally inadmissible… 🇺🇦 has the right to move troops and equipment on its territory as it deems necessary. Weird "peacekeepers" look ridiculous.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) March 31, 2023