“მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – იტალიაში ქართველი ქალი დაჭრეს

იტალიაში, ქალაქ ბარის ლიბერტას რაიონში 32 წლის ქართველი ქალი დაჭრეს.

იტალიური მედიის ცნობით, ქალს ჭრილობები შუა ხნის კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა და მიმალვა სცადა, თუმცა, პოლიციამ ის მალევე დააკავა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მის დაჭრაში ბრალდებული კი დაკავებულია”, – განუცხადეს “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები