გიორგი კალანდია: კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დავასრულეთ ჩვენს მუზეუმში დაცული, დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ დაშლილი ისტორიული ეტლის რესტავრაცია

კარგი ამბავი გვაქვს, 6-წლიანი პაუზისა და ლოდინის შემდეგ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დავასრულეთ ჩვენს მუზეუმში დაცული, დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ დაშლილი ისტორიული ეტლის რესტავრაცია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მუზეუმთა ალიანსის თავმჯდომარე, გიორგი კალანდია წერს.

მისი თქმით, რესტავრირებული არტეფაქტის დათვალიერება ხელოვნების სასახლის მეორე კორპუსის ეზოშია შესაძლებელი.

“არტეფაქტმა თავისი პირვანდელი სახე დაიბრუნა და დღეს მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი გახდა. საექსპოზიციოდ მისთვის საგანგებო დამცავი სივრცეც მომზადდა. დიდი მადლობა ჩვენს რესტავრატორებს, განსაკუთრებით, ირაკლი ზამბახიძეს ვინც ამ პროცესს უხელმძღვანელა, მადლობა ქალბატონ თეა წულუკიანს ვინც მხარი დაგვიჭირა ამ წამოწყებაში… ასე რომ ხელოვნების სასახლის მეორე კორპუსის ეზოში ლამაზი სანახაობა გელით”, – წერს კალანდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები