ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულების სასამართლო დღეს განახლდება

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. პროცესი დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება.

ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას მათი ბრალეულობის დამამტკიცებელი საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია.

ყველა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, აქედან ნაწილს, მათ შორის, ლაშა ფურცხვანიძეს ბრალდება დაუმძიმდა – მას ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად უხარისხო სამუშაოების შესრულებასაც ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ამ დროისთვის, არც ერთი დაკავებული ბრალი არ აღიარებს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები