თაკო ჩარკვიანი: შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს

ისე მიდის პროცესი, რომ შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ მანდატები „ერთად და ჭკვიანურად“ უნდა დატოვოს.

„მე სულ ვიყავი იმის მომხრე, რომ დაგვეტოვებინა პარლამენტი, ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა პირველი, ვისაც უნდა, რომ ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი, ესენი არიან. ამიტომ იწვევენ ჩვენს მამაკაცებს თუ ქალებს მუდმივად ჩხუბზე ან მაშინ არ არიან ჯანმრთელად. როგორც კი ახლა გამოხვალ, ამ წამს, უაზრო გამოსვლა ერქმევა ამას. გამოსვლას რა უდგას წინ? მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, რომ შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ერთად და ჭკვიანურად“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები