სალომე ზურაბიშვილი: ყველა ზომას მივიღებ იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ წავიდეთ

ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის 18 აპრილს სტრასბურგში ჩავა და ევროპარლამენტარების წინაშე წარდგება.

„არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს. მე ვასრულებ საქართველოს კონსტიტუციას. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ იმისთვის, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე. 18 აპრილს სტრასბურგში ჩავდივარ და ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა, რაც არ მომხდარა ბოლო წლებში. აუცილებელია იქაც იყოს ჩვენი გზავნილი მიტანილი. მათი ლანძღვა არაფერშია“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები