პრეზიდენტი ივანიშვილზე: ოლიგარქია იმ გაგებით, რომ აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია იმ გაგებით, რომ მას აქვს ფული და გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე, თუმცა ეს მისი მთავარი პრობლემა არ არის.

„კი, ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. პრობლემა არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები