ირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან ბევრჯერ გაისმა ის ბრალდება, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ა.შ. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი რამდენიმე ახალგაზრდა, შეგნებულად არ მინდოდა ამ 4-5 ახალგაზრდის იდენტიფიცირება

ერთს გეტყვით, ძალიან ბევრჯერ გაისმა ის ბრალდება, თითქოს მე ახალგაზრდებს განზოგადებულად ვუწოდე სატანისტები და ა.შ. და მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარის გამონათქვამიც, რომელიც კონკრეტულ შემთხვევას შეეხებოდა. მეც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ რამდენიმე ახალგაზრდა, შეგნებულად არ მინდოდა და არც მინდა 4-5 ახალგაზრდის იდენტიფიცირება მოვახდინო, ეს იყო ჩემი სურვილი და მე ამის თაობაზე ვისაუბრე მართლაც არანორმალურ ასე ვთქვათ შემთხვევებთან გვქონდა საქმე და მე ამის თაობაზე ინფორმაცია მივიღე პოლიციის სამსახურებიდან, – ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ე.წ. „ფრანკლინის კლუბში” მიმდინარეობს ახალგაზრდების „ტვინის გამორეცხვა”.

„ზოგადად მე მინდა გესაუბროთ იმ საფრთხეზე, რომელიც უკავშირდება ე.წ. „ნაცმოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის აქტივობას, „გირჩი მეტი თავისუფლება” და „ფრანკლინის კლუბი”. ჯერ ფრანკლინის კლუბი ავიღოთ, საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან, აქედან დავიწყოთ. მეორე მთავარი, რაც „ფრანკლინის კლუბში” მიმდინარეობს, ეს არის ჩვეულებრივად სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, პროგრამა, მიდის ახალგაზრდების რომ იტყვიან ტვინის გამორეცხვა, მოსწავლეების, სტუდენტების, უკვე 2 000-ზე მეტი სტუდენტი არის მონაწილე ამ კლუბის, 1000-ზე მეტი ე.წ. „ფრანკლინის კლუბის”, ამ ანარქისტული კლუბის და არა ფრანკლინის, ეს არ არის ფრანკლინის კლუბი, ესენი არიან ანარქისტული მოძრაობის წევრები, 1000-ზე მეტი ანარქისტი, ასე დავარქვათ პირდაპირ, მონაწილე, ესწრებოდა ამ ნობილ მოვლენებს 7-8 მარტის აქციებს. მათ ჰქონდათ კონკრეტული ინსტრუქციები მიცემული, როგორ უნდა მომხდარიყო პროვოკაციები, როგორ უნდა შესულიყვნენ პროვოკაციებში, კონფლიქტში პოლიციასთან, სპეცრაზმთან, მათი წარმომადგენლების მხრიდან იყო ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების” სროლა და ამის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გაიკვირვეს ჩვენმა ექსტრემისტებმა, რომ თითქოს ესაა ინტელექტუალური კლუბი, სადაც ახალგაზრდებს ასწავლიან დემოკრატიულ ღირებულებებს. არა, მეგობრებო, აქ მიდის ჩვეულებრივი დამუშავება სპეცსამსახურების. აქვე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ თქვენ და ჩვენს საზოგადოებას.

სამწუხაროდ ამ ანარქისტული ახალი მოძრაობის სათავეებთან ფიქსირდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. მინდა გავაფრთხილო ამ ტრიბუნიდან ნებისმიერი ქვეყნის, ვინც არ უნდა იყოს, წარმომადგენელი, ვინც ამ ანარქისტულ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას და ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ახალგაზრდა, ჯანსაღ თაობას გამოიყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ჩვენი სამსახურები ძალიან ყურადღებით მუშაობენ მე-5 კოლონის წევრების გამოვლენაზე,”- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები