ირაკლი კობახიძე: კონსტრუქციული ოპოზიცია იქნებოდა ჩვენი ევროინტეგრაციის ლობისტი და არა კანდიდატის სტატუსის არმიღების ლობისტი

კონსტრუქციული ოპოზიცია იქნებოდა ჩვენი ევროინტეგრაციის ლობისტი და არა კანდიდატის სტატუსის არმიღების ლობისტი, რასაც დღეს ისინი აკეთებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მისივე თქმით, კარგად ჩანს ვის უნდა 12 პუნქტის შესრულება და ვის არა.

„შეიძლება ამოვიღოთ თითოეული კანონპროექტი, თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც 12 პუნქტიდან გამომდინარე მიიღო საქართველოს პარლამენტმა და ვნახოთ, რომელი პარტია რამდენი გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული. აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ჩანს, ვის უნდა 12 პუნქტის შესრულება და ვის არა. რას გააკეთებდა კონსტრუქციული ოპოზიცია და ევროინტეგრაციის მოსურნე ამ ოპოზიციის ადგილას, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას. რა თქმა უნდა ჩაერთვებოდა ყველა პუნქტის შესრულებაში და რა თქმა უნდა ეს ჩართულობა იქნებოდა კონსტრუქციული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები