ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას: გთხოვთ, დაასვენეთ ეს ქვეყანა, ძლივს ამოისუნთქა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას თხოვნით მიმართავს, რომ საქართველო დაასვენონ და ამოასუნთქონ.

“ერთი რამ მინდა, ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ამას არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა, გთხოვოთ თქვენ, დაასვენეთ ეს ქვეყანა, უბრალოდ, დაასვენეთ ეს ქვეყანა, ძლივს ამოისუნთქა საქართველომ, ჩვენ გამოვიარეთ ამ 10 წლის განმავლობაში 2 კრიზისი, პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ, 2015-16 წლები, მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა ამ ყველაფერს რეგიონზე და საქართველოზეც, გვქონდა სავალუტო კრიზისი, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2015-16 წლებში, ამის შემდეგ იყო კოვიდი, რამაც ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ამ ათი წლის განმავლობაში სამი წელი გვქონდა კრიზისული”, – ამბობს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები