ირაკლი კობახიძე: გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროკავშირში – მისი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ვიზიტს გამოეხმაურა.
„გერმანიის მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, ეს ფორმატი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, იმისთვის რომ გაძლიერდეს გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.