ვინ არის მუხიანში მოკლული მამაკაცი და სავარაუდო მკვლელი – საქმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

მუხიანში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, 64 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით, ლიფტის კაბინას ცეცხლის წაუკიდეს. მუხიანის მე-4 მიკრორაიონში, 42-ე კორპუსში – დილის 9 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს.

დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებული 39 წლის ემინ ალიევია.

მოკლული რამაზ ბასილაძე იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ეს კარგად იცოდა მკვლელმა, რომელიც მას სადარბაზოში დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები