ბოლნისის კულტურის ცენტრში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

ბოლნისის კულტურის ცენტრში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ ხელმძღვანელმა სამირა ისმაილოვამ, ბოლნისის კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული თემის კულტურისა და ნოვრუზ ბაირამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიებას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

„დღეს შესაძლებლობა გვქონდა აზერბაიჯანული თემის კულტურასა და ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებულ ტრადიციებს გავცნობოდით. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას არაერთი ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ესწრებოდა. ჩვენ, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს და აუცილებელია ერთმანეთის ტრადიციებს ვიცნობდეთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ტრადიციული აზერბაიჯანული ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანული ეროვნული კერძები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები