სამტრედიაში 81 მეათეკლასელს ლეპტოპები გადასცეს

სამტრედიაში, 21-ე საჯარო სკოლის 81 მეათეკლასელი
პროექტის – ,,ჩემი პირველი
კომპიუტერის” ფარგლებში
დაჯილდოვდა, – ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, წარჩინებული სწავლისთვის საბაზო საფეხურის
მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის მერმა
– დავით ბახტაძემ საკრებულოს
თავმჯდომარესთან, ნუგზარ
ჯამბურიასთან და საგანმანათლებლო
რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან ერთად ლეპტოპები საზეიმო
ვითარებაში გადასცა.

,,დღევანდელ დღეს ვულოცავ წარჩინებული მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს. მათი წვლილი განუზომელია ამ წარმატებაში. ჩვენ, ყველა ერთად ვხედავთ, რომ
ხელისუფლებისთვის განათლების განვითარება პრიორიტეტია. ამას ჩვენ
ვუერთდებით მუნიციპალურ დონეზე და გამოვთქვამთ მზაობას, ხელი შევუწყოთ
ახალგაზრდებს შესაძლებლობების
რეალიზებაში”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

,,აღნიშნული პროექტი 2009 წლიდან არსებობს და საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს ასაჩუქრებს.
მადლობა განათლების სამინისტროს და
ხელისუფლებას ამ წამახალისებელი
ბენეფიტისთვის, რადგან ეს არის სტიმული მომავალი წარმეტებისკენ”, – აღნიშნა თინათინ ხარძიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები