გიორგი ვაშაძე: მზად ვარ, რომან გოცირიძე გემრიელ ხაჭაპურსა და ხინკალზე დავპატიჟო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მზად ვარ, რომან გოცირიძე გემრიელ ხაჭაპურსა და ხინკალზე დავპატიჟო და ავუხსნა, იქნებ, სხვა ამოცანები დაისახოს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან და უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა – შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა. ან შემოდი, ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია, ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები