„ოქროს რტო” – სტუდენტური კინოდაჯილდოება გაიმართება
22 მარტს, 20:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, სტუდენტური კინოდაჯილდოება – „ოქროს რტო” გაიმართება (2021 – 2022).
ორგანიზატორების ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.
კინოდაჯილდოების გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
საუკეთესო ანიმაციური ფილმი;
საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი;
საუკეთესო სცენარი;
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი;
ხმის რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი;
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა;
კინომხატვრის საუკეთესო ნამუშევარი;
ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი;
კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი;
საუკეთესო მონტაჟი – მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის.
პროექტის პარტნიორები არიან: პირველი არხი, GERA – საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია, GNFC – Georgian National Film Center – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
მის: შოთა რუსთაველის გამზირი №19.