შალვა პაპუაშვილი – „საკანონმდებლო ორგანოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩავრთოთ”

საკანონმდებლო ორგანოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩავრთოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა და წლევანდელი წლის გზავნილია – ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის. ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩავრთოთ, ვისაუბროთ და გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომელიც მათთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები