რატი იონათამიშვილი: საუკუნის აფიორას მოკლე ფეხები აღმოაჩნდა
„საუკუნის აფიორას მოკლე ფეხები აღმოაჩნდა. ფაქტობრივად, დღეს ევროკავშირის ამ 27 ქვეყნის, ასევე, კანადისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითებზე, პროაქტიურად განიხილება ზუსტად იმ კანონის მიღება, რასაც საქართველოში მავანმა რუსული კანონი უსამართლოდ დაარქვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.
მისივე თქმით, თუ რა იყო რეალური მიზნები – ნათელია.
“დღეს ფაქტობრივად გამოდის, რომ ამ ლოგიკით მთლიანად ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და კანადა რუსულ კანონს იღებს, რაც აბსურდია, რა თქმა უნდა და აქედანაც ჩანს, რომ რეალური მიზეზი და მიზანი იყო ამ ყველაფრის, რასაც მერე ვანო მერაბიშვილი ახმოვანებდა, რომ ხელისუფლების შეცვლა მომხდარიყო და საქართველო დამდგარიყო უკრაინის გვერდით საომარი მოქმედებებითა და ომით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.