ირაკლი ღარიბაშვილი: რაც დრო გავა ჩვენი ხალხი მეტად დაინახავს, რომ თუ ჩვენ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში ევროპისა და მსოფლიო სტანდარტებთან

რაც დრო გავა ჩვენი ხალხი მეტად დაინახავს, რომ თუ ჩვენ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში ევროპისა და მსოფლიო სტანდარტებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენი ხალხი ხედავს და უფრო მეტად დაინახავს რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობასთან იმ სტანდარტებთან, რაც დღეს მთელს ევროპასა და მსოფლიოშია. EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის, ე.წ. FARA-ს ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის, ჩვენ რა თქმა უნდა ამ პროცესის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

EPP-ის ჯგუფის ევროპარლამენტარები აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ეკვივალენტის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.

თუმცა, მანამდე საქართველოში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი მოსმენით მიღებას საპროტესტო აქციები მოჰყვა და საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“. 10 მარტს კი პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები