Politico: ევროკავშირს მოუწოდებენ, საქართველოსა და მოლდოვაში დესტაბილიზაციის მცდელობასთან კავშირში მყოფი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოითხოვა, სანქციები დაუწესდეს იმ ოლიგარქებს, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვაში დესტაბილიზაციის მცდელობებში არიან კავშირში.

ამის შესახებ Politico წერს.

როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ თქვა, „ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობებს აწყდება, რაც ჩვენს უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს. მართებული იქნება იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვა იყოს დაწყებული, რომლებსაც ამ მცდელობებთან აქვთ კავშირი”.

მისმა რუმინელმა და ესტონელმა კოლეგებმა ასევე მოუწოდეს ევროკავშირს, სანქციები დაუწესდეს მოლდოვაში პრორუს ოლიგარქებს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ “ევროკავშირია პასუხისმგებელი რუსეთის აგენტების წინააღმდეგ სანქციების ახალი მექანიზმის შექმნაზე. მოლდოვაში იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ“.

Politico წერს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანმა შეჭრამ გააჩინა შიშები, რომ კრემლი შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, განსაკუთრებით მოლდოვის, შიდა საქმეებში ჩაერიოს, რომლის პროევროპელმა პრეზიდენტმა მთავრობის დამხობის კრემლის გეგმა ღიად გაასაჯაროვა.

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გასული წლის ივნისში, უკრაინასთან ერთად მიანიჭეს, ხოლო საქართველოს რამდენიმე რეფორმის განხორციელება მოუწევს, რომელთა შორის არის ოლიგარქების პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისგან გათავისუფლება.

მარტის დასაწყისში მოლდოვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანა რევენკომ განაცხადა, რომ „მოსკოვი, დაინტერესებული ჯგუფები და გაქცეული ოლიგარქები“ აერთიანებენ ძალებს „კიშინიოვში დემოკრატიული კურსის შესაცვლელად“ და მოლდოვის პროევროპული მთავრობის წინააღმდეგ, საპროტესტო აქციებს აფინანსებენ.

იმავდროულად, ორი კვირის წინ თბილისში ათასობით ადამიანმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი გააპროტესტა, რომელიც, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის მიერ იყო ნაკარნახევი.

“მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ სამი დღის შემდეგ კანონპროექტი უკან გაიწვია”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები