რატი ბრეგაძე: სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას

“სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„მსურს, გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს, მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს. აქვე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს შევთავაზეთ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, ჩამოეყვანათ ექიმები, ვგულისხმობ უცხოელ ექიმებს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, რათა ჩართულიყვნენ მისი მკურნალობის პროცესში. შემდგომში, სამი დღის წინ კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია, სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩაერთოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები