შალვა პაპუაშვილი: გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას
“გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ უდიდესი გამოცდილება აქვს”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის შესაძლო დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვას.
პაპუაშვილის თქმით, პრემიერის პრეროგატივაა, საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სიახლეები გააცნოს საზოგადოებას.
„პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუციებს. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა, ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სიახლეები გააცნოს საზოგადოებას. რაც შეეხება გიორგი ამილახვარს, ის არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას და ამ მხრივ აქვს უდიდესი გამოცდილება. როგორც ჩვენს გუნდში იყო მთავარი ადამიანი, რომელიც განათლების საკითხებთან დაკავშირებით იყო კომპეტენტური, არა მხოლოდ ჩვენს გუნდში, პარლამენტში ამ მხრივ განსაკუთრებული კომპეტენციის მქონე ადამიანია. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.