დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

დუშეთის მუნიციპალიტეტსა და USAID-ის პროგრამას „ძლიერი სოფელი” შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო განყოფილება ავრცელებს.
“მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანი და ძლიერი სოფლის პროგრამის მენეჯერი დინა კარიჩი დაესწრნენ.
აღნიშნული მემორანდუმი USAID-ის პროგრამასა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის პირობებს განსაზღვრავს, რაც გულისხმობს მუნიციპალური განვითარების ყოვლისმომცველი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას. ამ პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სტრატეგიის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე თემების მდგრადობის გაძლიერებას
ამ მიმართულებით USAID ეხმარება საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს, რათა შეიქმნას მოსახლეობის ადგილზე დასაქმებისა და მათი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პირობები.
პარტნიორობის ფარგლებში, USAID-ის პროგრამა „ძლიერი სოფელი” მხარს დაუჭერს დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური და სხვა სახის რისკებთან გამკლავების უნარების განვითარებაში. აღნიშნული პარტნიორობა ინკლუზიური, მდგრადი და კერძო სექტორზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა და დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები