სამტრედიაში მგზავრთა თანამედროვე ტიპის მოსაცდელები კეთდება

სამტრედიაში მგზავრთა თანამედროვე ტიპის მოსაცდელები კეთდება. ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ გორმაღალში, დევაძეების უბანში, ხიდ-ბოგირი ეწყობა. ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფ. ზემო ნოღაში, ეცადეიშვილების უბანში, მეწყერისგან  დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს. ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს  მოსაცდელების მოწყობა შემდეგ ლოკაციებზე  – სოფ. იანეთი მე – 9 უბანი ,  სოფ. დაფნარისა და ოფეთის დამაკავშირებელ გზა, ბახტაძის ქუჩა ( მემორიალის მიმდებარედ), ა. კალაძის ქუჩა ( ერთ ჭადართან), გრიბოედოვის და ხორავას ქუჩის კვეთასთან ( ბაძგნარში). მიმდინარე ინფრასტრუქტურული  პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ზაქრაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები