ამბროლაურში ძაღლის ცოფის 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ძაღლის ცოფის 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით დღეს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლებს კი ოზურგეთის „ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში“ გადაიყვანენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები