ავთანდილ თალაკვაძე: ვასრულებთ კიდევ ერთ დაპირებას და ვიწყებთ მუშაობას ქალაქ ოზურგეთის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე

ვასრულებთ კიდევ ერთ დაპირებას და ვიწყებთ მუშაობას ქალაქ ოზურგეთის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„საკრებულოს უკვე მივმართე სათანადო თანხმობის მისაღებად და სივრცითი განვითარების სააგენტოსთან ერთად ვიწყებთ პროექტის მომზადებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქალაქ ოზურგეთის მდგრადი განვითარების საკითხები – ჯანსაღი, უსაფრთხო, ღირსეული საცხოვრებელი და საქმიანი გარემოს შექმნა. ვიდრე გეგმა დამტკიცდება, მოვაწყობთ პროექტის განხილვას ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან“, – განაცხადა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები