გორის მერის მოადგილემ მუნიციპალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულ გუნდებს სპორტული ფორმები გადასცა

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მუნიციპალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულ გუნდებს სპორტული ფორმები გადასცა და წარმატებები უსურვა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

“7 სახეობაში მოასპარეზე 14 გუნდის 100 – ზე მეტი წევრი (გოგონები, ბიჭები) ახალი ფორმებით ოლიმპიადის შემდეგ ეტაპებზე იასპარეზებს.
ფორმების შესაძენად თანხა გორის მუნიციპალიტეტის სპორტული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში გამოიყო.
გორელი მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები უკვე რეგიონალურ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. წარმატებების შემთხვევაში ისინი ზონალურ და დასკვნით თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. დასკვნითი თამაშების შედეგების მიხედვით, სპორტის შვიდივე სახეობაში გამოვლინდებიან ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საერთაშორისო დონის (ევროპა, მსოფლიო) სასკოლო ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას.
მინი ფეხბურთში, 3X3-ზე კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, გეზრბენში, ხელბურთში, ფრენბურთსა და ბადმინტონში გამართულ შეჯიბრებებში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიზანია სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართვა სხვადასხვა სპორტის სახეობებში.
საქართველოს მასშტაბით სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთო 1700-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 8000 – ზე მეტი გუნდი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები