პარიზში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა

პარიზში საპენსიო რეფორმის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 217-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ BFMTV პრეფექტურაზე დაყრდნობით იტყობინება.

დაკავებულებს დარბევა და არეულობის მოწყობა ედებათ ბრალად.

16 მარტს საფრანგეთის მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო. ახალი საპენსიო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაიზრდება.

აღნიშნულის შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში მოსახლეობამ საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები