მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, კვლავ ემოციური მუხტის შემოტანასა და ულტიმატუმების წამოყენებას ცდილობენ და არ მგონია, ეს კარგი გამოსავალი იყოს
„გაუგებარი რჩება, რატომ საუბრობს ამ ტიპის ულტიმატუმებით, რადგან მომეჩვენა, თითქოს, ის ამბობდა, რომ ვერ წარმოუდგენია, მომდევნო კვირაში დავსხდეთ და ვითომც არაფერი, ვიმუშაოთ კანონპროექტზე. აბა, პარლამენტში საერთოდ რას ვაკეთებთ, გაუგებარია?!”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “გირჩის” ლიდერის, ჰერმან საბოს განცხადებას.
როგორც სარჯველაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, ულტიმატუმების წამოყენება კარგი გამოსავალი არ არის.
“ვფიქრობ, კვლავ ემოციური მუხტის შემოტანასა და ულტიმატუმების წამოყენებას ცდილობენ და არ მგონია, ეს კარგი გამოსავალი იყოს. საბოლოო ჯამში, ეს ალბათ, აყოლაა იმ წესსა და პირობაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს და რომლის მიზანიც ამ პროცესისთვის ხელის შეშლაა”, – განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საბომ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა: “მე ვერ ვხედავ სიტუაციას, რომ შეგვიძლია ხვალ, ზეგ ან იქით ორშაბათიდან დავსხდეთ და გავაგრძელებთ მუშაობა პროექტებზე, მგონია, რომ რაც რუსთაველზე ხდებოდა, დასრულებული არ არის „ქართული ოცნების“ შიგნით”.