ComCom-მა „ბი ემ ჯი” გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ბი ემ ჯი” „მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმე ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის” მხრიდან „ბი ემ ჯის” მომსახურეობის შესყიდვას და პოლიტიკური პარტიის მიერ დაფინანსებული სიუჟეტის ეთერში განთავსებას, რისი უფლებაც მას კანონმდებლობით არ ჰქონდა. კომუნიკაციების კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ მიიჩნია, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას, რომლის თანახმადაც, აკრძალულია პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, მისი მომსახურების შესყიდვა, პროგრამების დაკვეთა და გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ ბი ემ ჯი” წერილობით გააფრთხილა.