9 აპრილი ხაბეიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ თარიღი არ არის, სხვა ხალხს ეკუთვნის ისტორიაში. ვფიქრობ, ამ თარიღში რაც უნდა გააკეთო, ყველაფერი ხელოვნური იქნება, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციას.
„9 აპრილს რა აქციაც უნდა დანიშნონ, უკვე პოლიტიკური იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, 9 აპრილის თარიღი ხაბეიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ თარიღი არ არის, სხვა ხალხს ეკუთვნის ისტორიაში. ზოგადად, ვფიქრობ, რომ იმ თარიღში შენ რაც უნდა გააკეთო, ყველაფერი ხელოვნური იქნება და ილუზიების შექმნა, რომ შენ იგივე ხალხი ხარ, ვინც თავის დროზე 9 აპრილს იქ იდგა, არასწორია. ამიტომ მგონია, ხმაური არ არის საჭირო, საჭიროა ლაპარაკი, ჯერ იმისთვის, რომ ადამიანებს მართლა მოუნდეთ შენ გვერდით დგომა, თორემ შენს პარტიულ აქტივისტებს რომ დააორგანიზებ, მოიყვან, ამის მენეჯმენტს რომ განახორციელებ და ამას აქციად ჩათვლი, მე ეს აქციად არ მიმაჩნია. აქციაა ის, რაზეც ადამიანები გულწრფელად შეიკრიბებიან, პოლიტიკოსის ამოცანაა, დაანახოს, საით მიდის ამ აქციის მონაწილეთა ინტერესები და არა ის, რომ შენ რაც გინდა, ამაზე შეკრიბო შენი აქტივისტები და მას აქტივისტები უწოდო“, – აღნიშნა ხვიჩიამ.