პანკისის ხეობაში მოსახლეობა აქციას მართავს

პანკისის ხეობაში მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ და განმარტებას ითხოვენ, ევროპიდან დაბრუნებულებს რატომ ექმნებათ პრობლემა საქართველოში შემოსვლაზე.
ადგილობრივების თქმით, სამი დღეა ქუთაისის აეროპორტში 23 წლის ლეილა ქავთაროვა იმყოფება, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრანგეთიდან ქმართან ბრუნდებოდა, თუმცა ქვეყანაში არ უშვებენ.
მათივე ინფორმაციით, ლეილა წარმოშობით პანკისიდან არის, თუმცა ის ამ ეტაპზე რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეა.

„თითქმის ერთი წელია ამ პრობლემამ მასობრივი სახე მიიღო. ყოველ მესამე ადამიანს აჩერებენ, აყოვნებენ და ქვეყანაში შემოსვლაზე პრობლემას უქმნიან. არც მიზეზი ვიცით და არც გვეუბნებიან. ამიტომ მივმართავთ ხელისუფლებას, შემოუშვან ლეილა ქავთაროვა შვილთან ერთად ქვეყანაში და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ან გვითხრან მიზეზი. ჩვენი ხეობიდან ძალიან ბევრია ევროპაში წასული სამუშაოდ და უკან დაბრუნებაზე რატომ უნდა ჰქონდეთ პრობლემა?” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

პანკისელები საკითხის მოგვარებას ხელისუფლებასთან ერთად სახალხო დამცველსაც სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები