რატი იონათამიშვილი: დღეს არავის აქვს განსხვავებული აზრი იმაზე, რომ რეალურად “ნაციონალურ მოძრაობას” მართავს ვანო მერაბიშვილი
“დღეს არავის აქვს განსხვავებული აზრი იმაზე, რომ რეალურად “ნაციონალურ მოძრაობას” მართავს ვანო მერაბიშვილი და ეს ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობაში” კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი კრიმინალური ბუნება, ვიდრე ეს მანამდე იყო თუმცა ამ მხრივ ეს პარტია ყოველთვის გამოირჩეოდა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა.
“ნაციონალური მოძრაობის” თითოეული აქციის საბოლოო მიზანი არის, რომ რამენაირად საქართველოში მოხდეს არეულობა, რითაც ისარგებლონ იმ ადამიანებმა ვისაც სურთ ომის გაჩაღება ჩვენს ქვეყანაში. ანუ ფაქტობრივად, ეს ადამიანები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენს სახელმწიფოს და დემოკრატიას, ასევე სუვერენიტეტს, მაგრამ ცხადია ამას ვერასდროს ვერ შეძლებენ”,- აღნიშნა იონათამიშვილმა.